მარტივად მოსამზადებელი ორცხობილები!
შემადგენლობა:
- ჭიქა – ნახევარი შაქარი
- 1 ჭიქა წყალი
- 200 გრ მარგარინი
- 2 ს.კ თაფლი
- 1 შეკვრა ვანილი
- 1 ჩ.კ სოდა
- 6 ჭიქა ფქვილი
მომზადება:
შაქარისა და წყლისგან ვაკეთებთ სიროფს. წამოდუღებულ სიროფში ჩავაგდებთ მარგარინს. ამაშივე შევურევთ თაფლს, ვანილს, ცოტა მარილსა და სოდას. ამ ყველაფერში ვურევთ ფქვილს, ისე რომ მასა გამოვიდეს სქელი, რათა სასურველი ფორმების მიხედვით დაიჭრას. დაჭრილ ფორმებს ვალაგებთ ტაფაზე და გაზქურაში ვდებთ. 10-15 წუთში დესერტი მზადაა.
დაწერე კომენტარი პირველმა