Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 2 ც ვაშლი
  • 1 ჭიქა მოცვი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 1/4 ჭიქა ნიგოზი
  • 1/4 ჭიქა ქიშმიში
  • 2 ც კვერცხი
  • 3/4 ჭიქა ფქვილი
  • 1/2 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 1/8 ს.კ მარილი
  • 1/2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 2 ს.კ ფორთოხლის ცედრა

მომზადება:

ვაშლი, მოცვი, დაჭრილი ნიგოზი, შაქარი , ქიშმიში ავურიოთ ერთმანეთში კარგად. შემდეგ გადავიტანოთ

საცხობ ფორმებში.  ცალკე ავთქვიფოთ ცოტა შაქარი,ფქვილი,გამნდარი კარაქი, ფორთოხლის ცედრა,კვერცხი

და ვანილის ექსტრაქტი ,კარგად ავთქვფიოთ და გადავანაწილოთ საცხობ ფორმებზე.( ხილს მოვასხათ ზემოდან)

შევდოთ ღუმელში 350 გრადუსზე 30 წუთით.