Xatia Chichinadze

უგემრიელესი ვაშლის კრუასანები ჩვენი რეცეპტით!

შემადგენლობა:

  • კრუასანის მზა ცომი – 250 გ.

    ვაშლის ხილფაფა – 5 ს.კ.

    დარიჩნი და დაფქული მიხაკი

    დაჭრილი თხილი – 2 ს.კ.

    შაქარი – 1 ჩ.ჭ.

    დარიჩინი

    პერგამენტი

     

 

მომზადება:

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. გააბრტყელეთ კრუასანის ცომი და დაჭერით თანაბარი ზომის ექვს სამკუთხედად. ვაშლის ხილფაფას სურვილისამებრ შეურიეთ ცოტა დაფქული დარიჩინი ან მიხაკი, წაუსვით ცომის ნაჭრებს და განიერი მხრიდან გადაახვიეთ. დაჭრილ თხილს შეურიეთ შაქარი და ცოტა დარიჩინი და მოაყარეთ კრუასანებს. გამზადებული კრუასანები ფირფიტაზე დააწყვეთ და აცხვეთ ღუმელში 12-15 წუთი.