Xatia Chichinadze

მარტივად მოსამზადებელი ვაშლის ბლინების რეცეპტი ჩვენგან! 

შემადგენლობა:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 3 ს.კ შაქარი
  • მარილი-გემოვნებით

გულსართისთვის:

  • 5 ც ვაშლი
  • ნახევარი ჭიქა შაქარი
  • 1 ს.კ წყალი
  • ვანილი-მწიკვით
  • 2 ს.კ შაქრის პუდრა

მომზადება:

ფქვილით, შაქრით, მარილით და ცოტაოდენი წყლით მოვზილოთ ცომი. შევწვათ ზეთიან ტაფაში დიდი

ზომის ბლინები ორივე მხრიდან. ვაშლი გავფცქვნათ, გავხეხოთ, მოვაყაროთ შაქარი,ვანილი,დავასხათ წყალი

და მოვხარშოთ ვაშლის პიურე. გამზადებულ ბლინებში, ჩავდოთ ვაშლის პიურე, გადავახვიოთ და ზემოდან

მოვაყაროთ შაქრის პუდრა.