მოამზადეთ უგემრიელესი ნამცხვარი ჩვენი რეცეპტით!
შემადგენლობა:
- 2 კვერცხი, 100 გ შაქარი, 50 გ ფქვილი
- 1 ს.კ გამდნარი კარაქი, 300 გ გარგარის ჯემი
- 1ს.კ გარგარის ლიქიორი(სურვილისამებრ)
- 250 გ სოფლის სქელი არაჟანი
- 50 გ შაქრის პუდრა
- 1 კგ ვაშლატამა
- 1 ს.კ დაჭრილი ფსტა
- ცხიმი ფორმისათვის
მომზადება:
- გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი.
- კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე, ნელ-ნელა შეურიეთ შაქარი, დაუმატეთ კვერცხის გული და თქვიფეთ კიდევ 2წთ. ბოლოს შეურიეთ ფქვილი და გამდნარი კარაქი. ჩაასხით ცომი ფორმაში და აცხვეთ 20 წთ.
- ამოიღეთ ნამცხვარი ფორმიდან. გაათბეთ გარგარის ჯემი და საცერში გაატარეთ.სურვილისამებრ შეურიეთ გარგარის ლიქიორი. ნამცხვარს წასუვით 2 ს.კ ჯემი.
- სოფლის სქელი არაჟანი, შაქრის პუდრა და 2ს,კ ჯემი ათქვიფეთ კრემისებრი მასის მიღებამდე. წაუსვით კრემი ნამცხვარს, გადაასწორეთ და დადგით გრილ ადგილას 15წთ.
- ვაშლატამა გარეცხეთ, გაჭერით შუაზე, გამოაცალეთ კურკა და დაჭერით სიგრძეზე.
- ნამცხვარზე მოაწყვეთ ვაშლატანმას ნაჭრები. დარჩენილი ჯემი კიდევ ერთხელ შეათბეთ და წაუსვით ვაშლატამას. ნამცხვარს მოაყარეთ ფსტა და დადგით გრილ ადგილას 1სთ.
დაწერე კომენტარი პირველმა