შემადგენლობა:
ცომისთვის:
- 100 გრ კარაქი, 2 ჩ.კ შაქრის ფხვნილი
- 1 ჭიქა თბილი წყალი, 1 ჩ.კ სოდა
- 1 ჭიქა ფქვილი, 6 ც კვერცხი
კრემისთვის:
- 0.5 ლ რძე
- 3 კვერცხსი გული
- 0.5 ჭიქა ფხვნილი
- 2ს.კ ფქვილი
მომზადება:
ცომის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტები ავურიოთ ერთმანეთს და ოდნაც თხელი, რბილი ცომი მივიღოთ. ცომი კოვზით დავდოთ ტაფაზე, მივცეთ ეკლერის ფორმა და გამოვაცხოთ აეღუმელში 220 გრადუს ტემპერატურაზე.
კრემის მოსამზადებლად რძე და შაქრის ფხვნილი მოვხარშოთ, დავუმატოთ ფქვილი და განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ კარგად გაიხსნას, შემდეგ ჩავამატოთ კვერცხის გულები( ფრთხილად უნდა ვიყოთ რომ არ მოიხარშოს). ეკლერები გავაციოთ, დანით შუაზე გადავჭღათ და კრემით ამოვავსოთ.
დაწერე კომენტარი პირველმა