შემადგენლობა:
- 1/2 ჭიქა გამდნარი კარაქი
- 2 ჭიქა თეთრი შოკოლადი
- 1 ჭიქა ფქვილი
- 2 ც კვერცხი
- 1/2 ჭიქა შაქარი
- 1/ 2 ს.კ მარილი
- 1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
- 1/2 ჭიქა ჟოლოს ჯემი
- 1/2 ჭიქა დაჭრილი ნუში
მომზადება:
გავადნოთ თეთთი შოკოლადის ნახევარი და კარაქი ერთად და კარგად ავურიოთ. ცალკე ჯამში მოვათავსოთ
შაქარი,კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი და კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ გამდნარი კარაქი და შოკოლადი,
კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ ფქვილი და მარილი და კიდევ კარგად ათქვიფოთ. მიღებული მასის
ნახევარი მოვათავსოთ პერგამენტიან საცხბო ფირფიტაზე და შევდოთ ღუმელში 350 გრადუსზე 15 წუთით.
როდესაც გამოცხვება, წავუსვათ ჟოლოს ჯემი, შემდეგ გადავუსვათ დარჩენილი მასის და თეთრი შოკოლადის
ნაზავი, ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ნუში, შევდოთ ღუმელში 25 წუთის განამვლობაში.
დაწერე კომენტარი პირველმა