შემადგენლობა:
- 2 მწვანე ვაშლი, 25 გრ კარაქი
- 0.5 ყავის ჭიქა შაქრის ფხვნილი
- 2ს.კ თაფლი
კრემისათვის:
- 250 მლ ნაღები, 2-3 ს.კ შაქრის პუდრა
- 1პაკეტი ვანილი
- 2ს.კ ლიმონის ლიქიორი
- 80 გრ თხილი
კარამელის სოუსისთვის:
- 1 ყავის ჭიქა შაქრის ფხვნილი
- 100 მლ ნაღები
- 15 გრ კარაქი, 30 მლ წყალი
მოსართავად:
- 1 ყავის ჭიქა მოხალული ნიგოზი
მომზადება:
ვაშლები დავჭღათ ოთკუთხედებად. ქვაბში ავურიოთ ერთმანეთს შაქრის ფხვნილი, კარაქი, თაფლი და მოვხარშოთ 2 წუთი. შემდეგ დავუმატოთ ვაშლი და მოვხარშოთ ისევ 5წუთი. ცეცხლიდან გადავდგათ და გავაციოთ. კრემის მოსამზადებლად ნაღები ავთქვიფოთ, დავუმატოთ შაქრის პუდრა, ვანილი, დაფქვილი თხილი ლიქიორთან ერთად. კარამელის სოუსის მოსამზადებლად შაქრის ფხვნილი გავხსნათ წყალში, მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, დავუმატოთ ნაღები და კარაქი. ჭიქებში ფენებად მოვათავსოთ ვაშლი, კრემი, სოუსი.
დაწერე კომენტარი პირველმა