გთავაზობთ ატმის დესერტს. ამ დესერტს გარნირად უხდება ვაფლი.
შემადგენლობა:
- 750 მლ ირისის ნაყინი
- 250 მლ ათქვეფილი ორმაგი ნაღები
- 4 ც სიროფში დაკონსერვებული ატამის ნახვარი
- ჟოლოს ხილფაფა
- ვაფლი
- ნუში
მომზადება:
ნაყინის ბურთულები გაანაწილეთ 4 სანაყინეში. ნაყინი მორთეთ ათქვეფილი ნაღებით. გაწურეთ
ატმის ნახევრები და მოათავსეთ ნაყინის თავზე. ატამს ზევიდან მოასხით ჟოლოს ხილფაფა. ბოლოს
მოაყარეთ დაჭრილი ნუში.
დაწერე კომენტარი პირველმა