Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  •  500 მლ რძე
  • 2 ს.კ კაკაო
  • 2-3 ს.კ შაქარი
  • 3 ს.კ მანანის ბურღული
  • მწიკვი მარილი
  • ხილი და შოკოლადი მოსართავად

მომზადება:

რძე მივიყვანოთ ადუღებამდე,ჩავყაროთ კაკაო და შაქარი, კარგად გავხსნათ, შემდეგ დავუმატოთ ბურღული და კვლავ კარგად მოვურიოთ რომ კოშტები არ დარჩეს.

დავუამტოთ მარილიც. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე რამდნეიმე წუთი, ისევე როგორც ჩვეულებრივად,ფაფის მომზადებისას. პერიოდულად ვურიოთ.

შესქელებული ფაფა ბლენდერით ავთქვფიოთ, რათა ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. გავანაწილოთ ჭიქრბში და შევდოთ მაცივარში გასაცივებლად. კარგად გაცივების შემდეგ, როდესაც დესერტი გამაგრდება, მოვრთოთ თეთრი, შავი ან რძიანი შოკოლადით, ხილით და მივიტანოთ სუფრაზე.