მარტივად მოსამზადებელი გოგრის კექსი ჩვენი რეცეპტით!
შემადგენლობა:
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა ფქვილი
- 1/3 ჭიქა ზეთი
- 2 ც კვერცხი
- 1/2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
- 3/4 ჭიქა გოგრის პიურე
- 1 ს.კ დარიჩინი
- 1 ს.კ სოდა
- 1/2 ს.კ გამაფხვიერებელი
- 1/4 ს.კ მარილი
მომზადება:
კვერცხი ,გოგრის პიურე, ზეთი,შაქარი და ვანილის ექსტრაქტი ავთქვიფოთ ერთად. დავამატოთ ფქვილი,
მარილი,სოდა,გამაფხვიერებელი,დარიჩინი და კარგად ავთქვიფოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ ცხიმწასმულ
კექსი ფორმებში, შევდოთ ღუმელში 350 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში, როცა გამოცხვება შეგიძლიათ
გაფორმოთ კრემით ან ჯემით.
დაწერე კომენტარი პირველმა