Xatia Chichinadze

მარტივად მოსამზადებელი ბუტერბროდი!

შემადგენლობა:

  •  2 ნაჭერი პური
  • 100 გრ ორაგული
  • 1 ც პამიდორი
  • 50 გ ყველი

მომზადება:

ორაგული გავასუფთავოთ და მოვხარშოთ.როცა გაცივდება, გადავაძროთ კანი,მოვაშოროთ ფხები და ხორცი

დავაქუცმაცოთ. პამიდორს გავაცალოთ კანი , დავჭრათ პატარა კუბიკებად და შევურიოთ ორაგულს. სულ ბოლოს

დავამატოთ გახეხილი ყველი. პურის ნაჭერი დავდოთ ტოსტერზე, მოვასხათ მიღებული მასა, დავაფაროთ პურის

მეორე ნაჭერი და ტოსტერში პურის შეწითლებამდე დავტოვოთ.