Xatia Chichinadze

მოამზადეთ ბრუსკეტა ჩვენი რეცეპტით! 

 

შემადგენლობა:

  • 2 – 3 ცალი პამიდორი
  • 1 თავი ხახვი (პატარა)
  • 1 1/2 ჩაის კოვზი ორეგანო
  • მარილი, პილპილი (გემვნებით)
  • 1 კბილი ნიორი
  • რამდენიმე ფოთოლი რეჰანი (არ არის სავალდებულო)
  • ზეითუნის ზეთი (გაუფილტრავი )

მომზადება:

გრილის ტაფა დადგით მაღალ ცეცხლზე და გახურების შემდეგ დააწყვეთ დაჭრილი პურის ნაჭრები – საშუალოდ, 2 წუთი ერთ მხარეს,   2 წუთი მეორე მხარეს. პური ასევე შეგიძლიათ გახუხოთ ღუმელში ან ტოსტერში. მანამდე, ჯამში ჩაყარეთ დაჭრილი პამიდორი, ხახვი, რეჰანი, მოაყარეთ ორეგანო, მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ. გაჭერით ნიორის კბილი შუაზე, განივად. გახუხულ პურს წაუსვით ნიორი კარგად. შემდეგ ზემოდან მოასხით სულ ცოტა ზეითუნის ზეთი. შემდეგ ზემოდან დააწყვეთ პამიდორის მასა.