უგემრიელესი კერძის რეცეპტი!
შემადგენლობა:
- 100 გრ ბრინჯი
- 150 გრ ხორცი
- 15 გრ კარაქი
- 100 გრ ყველი
მომზადება:
ბრინჯი გავარჩიოთ და მოვხარშოთ მარილიან წყალში. ხორცი მოვხარშოთ, გავაციოთ და გავატაროთ ხორცსაკეპ
მანაქანაში. სასურველ ფორმას წავუსვათ კარაქი,მოხარშული ბრინჯის ნახევარი გადავიტანოთ, დავაყაროთ
გატარებული ხორცი, შემდეგ-ისევ ბრინჯი. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი, დავადოთ კარაქის
პატარა ნაჭერი და გამოვაცხოთ ღუმელში.
დაწერე კომენტარი პირველმა