Xatia Chichinadze

 ნამცხვარი ბრაუნი ძალიან გემრიელი და ამავდროულად მარტივი მოსამზადებელია,სცადეთ მისი მომზადება!

შემადგენლობა:

  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • 180 გრ კარაქი
  • 200 გრ ყავისფერი შაქარი
  • 4ც კვერცხი
  • 100 გრ ფქვილი
  • 100 გრ ნიგოზი

მომზადება:

დატეხეთ შოკოლადი და კარაქთან ერთად გაადნეთ ორთქლზე. შეუჩერებლად ურიეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.
ათქვიფეთ კვერცხი 100 გ. შაქართან ერთად ( შაქარი ნელ-ნელა ჩაამატეთ). დაჭერით ნიგოზი წვრილად.
გაციებულ შოკოლადს ფრთხილად დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, ფქვილი და დაჭრილი ნიგოზი. კარაგდ ამოურიეთ და ბოლოს დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი, კარგად ამოურიეთ, რომ ცომის ფერი თანაბარი იყოს.
გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. არც ისე ღრმა ფორმაში ჩადეთ საცხობი ქაღალდი და ჩაასხით ცომი. აცხვეთ 20-25 წუთი.