Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 145 გრ კარაქი
  • 250 გრ შაქარი
  • 65 გრ კაკაო
  • მარილი
  • 1ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 2 ც კვერცხი
  • 70 გრ ფქვილი

მომზადება:

პატარა ქვაბში ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ.  ჯამში ჩავდოთ კარაქი, დავუმატოთ  შაქარი, კაკაო და მარილი. ეს ჯამი მოვათავსოთ პატარა ქვაბში და ვურიოთ, მანამ ,სანამ თხელ მასას არ მივიღებთ. შემდეგ დავუმატოთ ვანილის ექსტრაქტი, ვურიოთ. დავამატოთ 2 ც კვერცხი და ავურიოთ. ბოლოს დავამატოთ ფქვილი და კარგად ვურიოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე და შევდოთ გაცხელებულ აერღუმელში.