ხორციანი ბლინები ძალიან გემრიელია, სცადეთ მისი მომზადება ჩვენი რეცეპტით.
მომზადება:
ათქვიფეთ 3 ც კვერცხიმ დაუმატეთ ცოტა მარილი დაასხით 3 ჭიქა ცივი წყალი. დაამატეთ 2 ჭიქა ფქვილი და
აურიეთ კარგად. ცხელ, პატარა ზომის ტაფას წაუსვით ცხიმი, დაასხით 2-3 ს.კ ცომი, გამოაცხვეთ მხოლოდ ერთ
მხარეს. როცა დამთავრდება ბლინების ცხობა, თითოეულს გამომცხვარ მხარეს დაადეთ თითო ს.კ ფარში,
შეახვიეთ ლამაზად მოგრძო ფორმის.
გახვეული ბლინები სუფრაზე მიტანისას შეწვით ზეთში.
ფარში:
გაატარეთ ხორცსაკეპში მოხარშული 500 გრ ხორცი, 5 კბილი ნიორი, შეურიეთ ხორცს 4 თავი მოშუშული
ხახვი და მოშუშეთ კიდევ 15 წთ. თუ საჭირო იქნება ფარშს დაუმატეთ რამდენიმე კოვზი ბულიონი. დაუმატეთ
ფარშს შავი პილპილი, წითელი პილპილი და მარილი.
დაწერე კომენტარი პირველმა