Xatia Chichinadze

ამ ბერძნული ორცხობილების მომზადება საკმაოდ მარტივია. მიირთვით ის ჩაისთან ან 

ყავასთან ერთად.

შემადგენლობა:

  • 250 გრ კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ც ფორთოხლის ცედრა
  • 1 ც ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ ვანილი
  • 2 ს.კ ლიქიორი
  • 650 გრ ფქვილი
  • 3 ს.კ გამაფხვიერებელი

მომზადება:

კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ ერთად. დავამატოთ კვერცხი და ვანილი, ავურიოთ. შემდეგ  ფქვილი,

გამაფხვიერებელი, ლიქიორი, ლიმონის წვენი და ფორთოხლის ცედრა. კარგად ავურიოთ.

მიღებული მასისგან გავაკეთოთ სასურველი ფორმები, მოვათავსოთ ღუმელში 180 გრადუსზე

20-25 წთ.