Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 400 გ ახალი ან გაყინული უკურკო ალუბალი
  • 200 გ ფქვილი
  • 180 გ დარბილებული კარაქი
  • 140 გ შაქრის ფხვნილი ან პუდრი
  • 4 კვერცხი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • ერთი პეშვი გახეხილი ნუში
  • ვანილი, მარილი

მომზადება:

გათქვიფეთ კარაქი და კვერცხი, სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი, ნახევარი ფქვილი, შემდეგ მარილი, გამაფხვიერებელი, ვანილი, დანარჩენი ფქვილი. ცხიმწასმულ ყალიბში ჩააფინეთ ქაღალდი და ჩაასხით ცომი. მოაყარეთ რაც შეიძლება ბევრი ალუბალი და ნუში. შედგით 1800-ზე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით. გააცივეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი