Xatia Chichinadze

მოამზადეთ მარტივად ალუბლის ნამცხვარი! 

შემადგენლობა:

  • 800 გ მწიფე ალუბალი, 5 კვერცხი
  • 250 გ დარბილებული კარაქი
  • 250 გ შაქარი, 250 გ ფქვილი
  • 1 ჩ.კ ცომის საფხვიერებელი
  • მარილი
  • 2-3 ალუბლის ნაყენი სულვილისამებრ
  • მსხვილად დაფხვნილი შაქარი მოსაყრელად
  • პერგამენტი

მომზადება:

  1. გარეცხეთ ალუბალი  და გამოაცალეთ კურკა.
  2. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ, ცილა შეინახეთ, კვერცხის გული, კარაქი და შაქარი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასისი მიღებამდე. დაუმატეთ ფქვილი ,ცომის საფხვიერებელი, 1 მწიკვი მარილი და ალუბლის ნაყენი.
  3. გააცხელეთ რუმელი 200 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დაფინეთ პერგამენტი.
  4. ცომს დაუმატეთ ალუბალი. ცილა ათქვიფეთ გამაგრებამდე და კარგად შეურიეტ ცომს. ცომი გაანაწილეთ საცხობ ფირფიტაზე, მოაყარეთ მსხვილად დაფხვნილი შაქარი და აცხვეთ ღუმელში 25 წთ.