Xatia Chichinadze

მასალა:

  • 160 გრ შავი, მწარე შოკოლადი
  • 4 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა
  • 4 ცალი კვერცხი
  • 3 ჩაის კოვზი შაქარი

მომზადება:

შოკოლადი დატეხეთ და დაადნეთ, დაუმატეთ ხსნადი ყავა. შემდეგ 4 კვერცხის გული ათქვიფეთ 3 ჩაის კოვზ შაქართან ერთად და დაუმატეთ შოკოლადიან მასას. ცალკე ათქვიფეთ 4 კვერცხის ცილა და ისიც დაუმატეთ. ეს მუსი გადაანაწილეთ 6 ფიალაში და მინიმუმ 6 საათით შედგით მაცივარში.