შემადგენლობა:
- 1 ც ლავაში
- 300 გრ ძეხვი
- 1 ც პომიდორი
- 1 ც კიტრის მწნილი
- 1 ც კიტრი
- 150 გრ ყველი
- 1 ს.კ მაიონეზი
- 2 ს.კ კეტჩუპი
- 1 კბილი ნიორი
- მარილი,პილპილი-გემოვნებით
მომზადება:
მაიონეზს შევურიოთ კეტჩუპი, მოვაყაროთ გაჭყლეტილი ნიორი და ავურიოთ. პამიდორი,
კიტრის მწნილი და კიტრი დავჭრათ თხლად. ძეხვი დავჭრათ სიგრძეზე, ყველი გავხეხოთ მსხვილად.
ლავაშს მოვასხათ მაიონეზის და კეტჩუპის ნარევი, დავადოთ ძეხვის ნაჭრები, პომიოდრი, კიტრი,
კიტრის მწნილი,ყველი, მოვაყაროთ მარილი,პილპილი და გადავახვიოთ.
დაწერე კომენტარი პირველმა