ქათმის კატლეტები ძალიან გემრიელეია,გთავაზბოთ მის რეცეპტს.!
შემადგენლობა:
- 400 გრ ქათმის გულმკერდი
- 200 გრ დაკონსერვებული სიმინდი
- 1 ჩ.კ ქონდარი
- 1 ჩ.კ ოხრახუში
- 4 ს.კ ტომატი
- 1 ც კვერცხი
- 3 ს.კ რძე
- 1 ნაჭერი პური
- 1 კბილი ნიორი
- 1 თავი ხახვი
- 1 ს.კ ზეითუნის ზეთი
- დანის წვერით -უცხო სუნელი
- ქინძის სუნელი-დანის წვერით
მომზადება:
პატარა თავი ხახვი დავჭრათ წვრილად, ნიორი გავჭყლინტოთ და ორივე ერთად მოვშუშოთ ცხიმში. პურის
ნაჭერი დავალბოთ რძეში. ქათმის გულმკერდი მოვხარშოთ, მოვაშოროთ ძვლები, კანი და გავატაროთ
ხორცსაკეპ მანქანაში. ქათამს დავუმატოთ დამბალი პური, მოხრაკული ხახვი და ნიორი, ათქვეფილი კვერცხი,
ტომატი, წვრილად დაჭრილი მწვანილები და სუნელები. ყველაფერი გადმოვიღოთ ჯამში და შევურიოთ
დაკონსერვებული სიმინდი. მიღებული ფარშისგან გავაკეთოთ ბურთულები და მივცეთ კატლეტის ფორმა.
შევწვათ ცხიმში და 2-3 წუთის განმავლობაში.
დაწერე კომენტარი პირველმა