შემადგენლობა:
- 1 ც კვერცხი
- 300 გრ შაქარი
- 200 გრ კარაქი
- 200 გრ არაჟანი ან მაწონი
- 1/2 ჩ,კ სოდა
- 1ჩ.კ ძმარი
- 200 გრ ნიგოზი
- 500 გრ ქლიავის ხილფაფა
- 1ჩ.კ ”კარიცა”
- 200 გრ ქიშმიში
- ვანილი
- 1ს.კ რძე
მომზადება:
კვერცხის გულს 100 გრ შაქართან ერთად ავთქვეფთ. გამდნარ კარაქს, სოდას, ძმარს და არაჟანს ან მაწონს ჩავამატებთ. ცომს მოვზილავთ. რაც შეეხება შიგთავსს, ქლიავის ხილფაფს გავაკეთებთ. მასში ქიშმიშს, ნიგოზს, ” კარიცას” და ვანილს ავურევთ. შემდეგ გაზადებულ ცომს გავაბრტეყელბთ. მასზე მასას მოვათავსებთ. და ”კალკის” საშუალებით გადავახვევთ. აირღუმელში შევდგამთ. ცოტა რომ დაიბრაწება, გამოვიღებთ. კვერცხის გულს რძეში ავთქვეფთ და ამ მასას ზემოდან წავუსვამთ, ჩანგლით დავჩხვლეტთ და ისევ ღუმელში შევდგამთ.
დაწერე კომენტარი პირველმა