Xatia Chichinadze

გთავაზობთ რაფაელოს მომზადების მარტივ და გემრიელ რეცეპტს!

შემადგენლობა:

200 გრ არაჟანი
1/2 ქილა შესქელებული რძე
150 გრ თეთრი შოკოლადი ( გამდნარი
400 გრ ქოქოსის ფანტელი
100-150 გრ მოხალული ნუში
მომზადება:

ნუშის გულს დაასხით მდუღარე წყალი, 2-3 წუთის შემდეგ ამოუწურეთ, გაფცქვენით და მოხალეთ.

არაჟანი, შესქელებული რძე და გამდნარი შოკოლადი ათქვიფეთ. შეაზილეთ 200 გრ ქოქოსის ფანტელი.

გააკეთეთ პატარა ბურთულები,შუაში მოათავსეთ ნუში და ამოავლეთ ქოქოსის ფანტელებში. გასაცივებლად შედეთ მაცივარში.