შემადგენლობა:
- პომიდორი 4ც
- კვერცხი 1ც.
- ფქვილი 5–6 ს/კ.
- ხაჭო 100გრ.
- გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ.
- მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში, პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
პომიდორი დავჭრათ შუაზე და გავხეხოთ. მწვანე ხახვი დამწვანილები წვრილად დავჭრათ, ავურიოთ კვერცხი, ხაჭო, გახეხილიპომიდორი, მოვაყაროთ პილპილი, მარილი, დავამატოთგამაფხვიერებელი და ფქვილი, კარგად ავურიოთ ცომს (მასა უნდაიყოს ალადიკების ცომივით). (გამაფხვიერებელი შეგვიძლია არდავუმატოთ). მომზადებული ცომი კოვზით დავაწყოთგაცხელებულ ცხიმწასმულ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან.
დაწერე კომენტარი პირველმა