ამ ნამცხვარს სხვაგვარად ”ზებრასაც” უწოდებენ, რადგან ორფერი ცომითაა მომზადებული და
ზებრასავითაა შეფერილი.
შემადგენლობა:
- 500 გრ კეფირი
- 4 კვერცხი
- 300 გ შაქარი
- 1 ჩ.კ სოდა
- 400 გრ ფქვილი
- 2 ს.კ კაკაო
- 120 მლ ზეთი
- ვანილი
მომზადება:
კეფრის შევურიოთ სოდა, ჩავუმატოთ კვერცხი და შაქარი. კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ ზეთი, ვანილი,
ბოლოს დავამატოთ ფქვილი.
მიღებული ცომი ნახევარი ცალკე გადავიტანოთ და შევურიოთ კაკაო.
ფორმას წავუსვათ ცხიმი და რიგრიგობით ჩავასხათ 2-2 კოვზი შავი და თეთრი ცომი.
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 40-50 წთ.
დაწერე კომენტარი პირველმა