კოული თევზის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ძალიან გემრიელია.
შემადგენლობა:
- 750 გრ კოული სუკი
- 2 ს.კ ლიმონის წვენი
- 450 გ გაყინული ისპანახი
- 2 ნაჭერი კარაქი
- 150 გრ არაჟანი
- 1 ს. კგახეხილი იტალიური ყველი
- მარილი და პილპილი
მომზადება:
კოული გარეცხეთ ცივ წყალში, გააშრეთ, მოასხით ლიმონის წვენი და გააჩერეთ 30 წუთით. მოაყარეთ
მარილი და პილპილი. პაკეტზე მითითებული წესის მიხედვით გაალღვეთ გაყინული ისპანახი.
ტაფაზე გაადნეთ კარაქი და დააწყვეთ თევზის ნახევარი. ზევიდან დააყარეთ ისპანახი და დააფარეთ
დარჩენილი თევზის სუკი. ერთმანეთში აურიეთ არაჟანი, ყველი და მოასხით თევზს. ტაფა 35-40
წუთით მოათავსეთ ღუმელში, 200-250 გრადუსზე.
დაწერე კომენტარი პირველმა