შემადგენლობა:
- კარაქი – 100 გ.
- დაჭრილი ოხრახუში – 1 ს.კ.
- დაჭრილი კამა – 1 ს.კ.
- სკუმბრიას ფილე – 500 გ.
- დაფხვნილი ორცხობილა – 3 ს.კ.
- პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადება:
დარბილებულ კარაქს შეურიეთ დაჭრილი მწვანილი, დაყავით პატარა ნაწილებად, გააკეთეთ ბურთულები და გააცივეთ. სკუმბრიას ფილე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოაყარეთ პილპილი, მარილი და კარგად აურიეთ. თევზიანი მასა გაყავით პატარ-პატარა ნაწილებად და გააბრტყელეთ მრგვლად. მასის შუაში მოათავსეთ კარაქის ბურთულები, შეაერთეთ ბოლოები, ამოავლეთ დაფხვნილ ორცხობილაში და მიეცით კატლეტის ფორმა. დაბრაწეთ ზეთში, შემდეგ შედგით ღუმელში 5-7 წთ. მიირთვით მოხარშლ კარტოფილთან, ტომატთან ან კეტჩუპთან ერთად.
დაწერე კომენტარი პირველმა