Xatia Chichinadze

გთავაზობთ სამარხვო ნამცხვრის რეცეპტი ჩვენგან!

შემადგენლობა:

  • 2 ც მარგარინი
  • 2 წიქა ფქვილი
  • თითო ჭიქა ქიშმიში და  ნიგოზი
  • 8-10 ც ვაშლი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ვანილი

მომზადება:

მარგარინს ვხეხავთ,  ვუმატებთ 5 ს.კ წყალს. ზედ ვაყრით 4-5 ჭიქა ფქვილს, რომ მაგრი ცომი გამოვიდეს. ცალკე ვიღებთ 1 ჭიქა შქარს, ნახევარ ჭიქა ფქვილს და ვანილს. ვურევთ ერთამნეთში. აგრეთვე ცალკე ვიღებთ ქიშმიშს, დაჭრილ და მოხალულ ნიგოზს ( თითო ჭიქას). გამზადებულ  ცომს გავყოფთ ორად. ერთი ნაწილი უფრო მეტი იყოს, მეორე უფრო პატარა. პატარას ტაფაზე გავაბრტყელებთ. მოვაყრით შაქარს, ფქვილს და ვანილს. ნაწილს შევინახავთ. ვიღებთ რვა-ათ ცალ ვაშლს, გავთლით, გავყოფთ შუაზე  და დავაწყოთ ცომზე. ვაშლი უნდა  ცოტა რბილი და მშარალი, არა წვნიანი. მერე ზევიდან დარჩენილ შაქარს, ფქვილს და ვანილს მოვაყრით. შემდეგ ზევიდან დაჭრილ ქიშმიშს და ნიგოზს ჩავყრით ცარიელ ადგილებში ვაშლებს შორის. დარჩენილ დიდ ცომის გუნდას გავაბრტყელებთ და ზევიდან დავაფარებთ. ხელით დავყოთ, კვალი გავაკეთოთ ვაშლებს შოის, რომ უფრო კარგად შეიწვას და არ გააუშვას წვენი. გამოვყოთ ვაშლები. უკვე გამომცხვარ პუდრა მოვაყაროთ. ძალიან მალე ცხვება, დაახლოებით ოც წუთში და ძალიან მაღალ ცეცხლზე არ დავდგათ. ზედან ნაწილი თუ შეფერილია, ესე იგი მზად არის .