Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  •  500 გრ ბადრიჯანი
  • 4 თავი ხახვი
  • 1 ც კვერცხი
  •  ნახევარ0ნახევარი კონა კამა, ქინძი და რეჰანი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ბადრიჯანს  კუბიკებად დავჭრით და ცოტა ზეთსა და წყალში მოვშუშავთ. წვრილად დაჭრილ ხახვსაც ბადრიჯნათან ერთად ვშუშავთ. დაჭრილ მწვანილებსაც მოვაყრით, შავი პილპილითა  და მარილით შევაზავებთ. ბოლოს კვერცხსაც  ჩავახლით და კერძი მზად არის.