Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

ეს სალათი ნამდვილად გემრიელია, სცადეთ მისი მომზადება..!

შემადგენლობა:

  • 150 გრ მოხარშული ბრინჯი
  • 100 გრ მოხარშული თეთრი ლობიო
  • 100 გრ ყველი
  • 2 ც დაჭრილი პომიდორი
  • ნახევარი კონა მწვანე ხახვი
  • მარილი,პილპილი
  • ზეთი ან ლიმონის წვენი

მომზადება:

ბრინჯს დაუმატეთ ლობიო, დაფშხვნილი ყველი,დაჭრილი პომიდორი, დაჭრილი ხახვი, მოაყარეთ

მარილი,პილპილი და შეაზავეთ გემოვნებით ზეთით ან ლიმონის წვენით.