Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 2 კგ ჭარხლის ფოთოლი
  • 200 გრ ნიგოზი
  • 1 ჩ.კ ხმელი ქინძი
  • 2 კონა ქინძი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ ძმარი
  • წითელი წიწაკა,მარილი

მომზადება:

ჭარხლის ფოთოლი ჩაყარეთ მდუღარე წყალში და გათუთქეთ ( ჭარხლის ფოთოლი არ უნდა ჩაიხარშოს), გააცივეთ,გაწურთ. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ჭარხლის ფოთოლი,ნიგოზი , მწვანილი,ნიორი.დაამატეთ ძმარი,ხმელი ქინძი, წიწაკა,მარილი და აურიეთ.