Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

ცომისთვის:

  • 2 ც კვერცხი, 0.5 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 0.5 ჭიქა ფქვილი, 2ს.კ კაკაო
  • 50 გრ კარაქი, 1 ჩ.კ გამახვიერებელი

შოკოლადის მუსისთვის:

  • 100 გრ შავი შოკოლადი, 200 მლ ნაღები

მინანაქრისთვის:

  • 1 ჭიქა შაქარი, 6ს.კ რძე
  • 100 გრ კარაქი, 3ს.კ კაკაო

კრემისთვის:

  • 300 მლ ნაღები, 1 პაკეტი ვანილი
  • 1 ჭიქა შაქარი, 1 ჩ.კ ყავა

მომზადება:

ცომის მოსამზადებლად კვერცხი ავთქვფიოთ შაქრის ფხვნილთან ერთდ. დავუმატოთ ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი, დარბიელბული კარაქი და  ავთქვფიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. აერღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე და ცომი გამოვაცხოთ 30-35 წუთი. ბისკვიტი გამოვიღოთ  და გავყოთ 2 ნაწილად. ყავა მოვადუღოთ 100 მლ წყლით და გავწუროთ.

შოკოლადიანი მუსის მოსამზადებ;ად  შოკოლადი წვრლად დავჭრათ,  გავადნოთ წყლის ორთქლზე, დავუმატოთ ნაღები. ნაღების დანარჩენი ნაწილი ავთქვიფოთ ვანილთან და შაქრის ფხვნილთან ერთად. ფენებზე ყავა მოვასხათ. პირველ ფენას წავუსვათ ათქვეფილი ნაღები. შემდეგ დავასხათ მუსი და დავადოთ მეორე ფენა.

მინანქრისმ ოსამზადებლად ძე ავადუღოთ, შეუჩერებლად ვურიოთ, დავუმატოთ შაქრის ფხვნილი და კაკაო. ცოტათი შესქელების შემდეგ გავაციოთ და დავუამტოთ ათქვეფილი კარაქი. ტორტს ზემოდან მოვასხათ მინანქარი, მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით.