გთავაზობთ მარტივად მოსამზადებელი ქიშმიშიანი კექსის რეცეპტს!
შემადგენლობა:
- 4 ჭიქა ფქვილი
- 2 ჭიქა შაქარი
- 2 ს.კ გამაფხვიერებელი
- 2 ც კვერცხი
- 2 ჭიქა რძე
- 1/2 ჭიქა ზეთი
- 1/2 ჭიქა ქიშმიში
- 3 ს.კ დარიჩინი
მომზადება:
ზეთი, შაქარი, კვერცხი, რძე კარგად ავთქვიფოთ ერთმანეთში, დავამატო ფქვილი,
გამაფხვიერებელი, დარიჩინი, კარგად ავურიოთ,ბოლოს კი დავამატოთ ქიშმიში. კარგად
ავთქვიფოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ სპეციალურ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. შევდოთ
ღუმელში 350 გრადუსზე 45-50 წთ.
დაწერე კომენტარი პირველმა