ვინაიდან ამ პერიოდისთვის ძალზედ მოთხოვნადი და მნიშვნელოვანია სამარხვოკერძების მომზადება, გთავაზობთ სამარხვო კექსის რეცეპტს!
შემადგენლობა:
- 1/4 ჭიქა ზეთი
- 1-1/2 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
- 1 ს.კ სოდა
- 1/2 ჭიქა წყალი
- 2 ს.კ ძმარი
- 3 ჭიქა ფქვილი
- 6 ს.კ კაკაო
- 1 ს.კ ვანილი
მინანქრისთვის:
- 1 ჭიქა შაქარი
- 3 ს.კ კაკაო
- 2 ს.კ ზეთი
- 5 ს.კ ცხელი წყალი
- 1 ს.კ კონიაკი
მომზადება:
ჯამში მოვათავსოთ ზეთი და შაქარი და ავურიოთ კარგად.შემდეგ დავამატოთ სოდა, ფორთოხლის წვენი,
განვაგრძოთ თქვეფა. წყალში შევურიოთ ძმარი და დავამატოთ ამ მასას, ვურიოთ დაახლოებით 2-3 წთ.
შემდეგ დავამატო ფქვილი,კაკაო და შაქარი, კარგად ავურიოთ. მიღებული მასა მოვათავსოთ სპეციალურ
საცხობ ფორმაში, შევდოთ ღუმელში 175 გრადუსზე 50-60 წთ-ის განმავლობაში. როცა გამოცხვება
მოვასხათ მინანქარი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნუში ან თხილი.
მინანქარის მომზადება:
არსებული ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთში კარგად, მანამ სანამ თხელ მასას არ მივიღებთ.
დაწერე კომენტარი პირველმა