Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 1კგ კუჭმაჭი
  • 3 კბილო ნიორი
  • 1 თავი ხახვი
  • 1ცალი ბროწეული
  • 1 ჩ.კ ქონდარი
  • 1/2 ჩ.კ უცხო სუნელი
  • 1 ჩ.კ ყვითელი ყვავილი და ხმელი ქინძი
  • 2 ძირი ქინძი
  • ძმარი და მარილი გემოვნებით
  • ნიგოზი

მომზადება:

საქონლის კუჭმაჭი მოხარშეთ, მოაყარეთ მარილი და გააციეთ.დაჭერით წვრილად.დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ქინძი, ქონდარი, უცხო სუნელი,ზაფრანა,ხმელი ქინძი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ბროწეულის მარცვლები აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ ცოტა ძმარი და შეაზავეთ კუჭმაჭი ამ საკმაზით.