შემადგენლობა:
- 10 ც რბილი კარამელის კანფეტი
- 100 გ ნაღები
- 4 კვერცხი
- მარილი
- 200 გ კარაქი
- 100 გ შაქარი
- 250 გ ფქვილი
- 1 ჩ.კ ცომის საფხვიერებელი
- 2ს.კ შაქრის პუდრა
- ცხიმი და დაფხვნილი ორცხობილა ფორმისთვის
მომზადება:
- კარამელი ნაღებთან ერთად გაადნეთ და თან ურიეთ. დადგით გასაგრილებლად. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ფორმას წასუვით ცხიმი და მოაყარეთ დაფხვნილი ორცხობილა.
- კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა 1 მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე. კარაქი, შაქარი და კვერცხის გული ათქვფიეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ კარამელიანი ნაღები.
- მიღებულ მასას დაუმატეთ ერთმანეთში არეული ფქვილი და ცომის საფხვიერებელი და შეურიეთ ათქვეფილი ცილა.
- ცომი ჩაასხით ფორმაში, შუაში სიგრძეზე ოდნავ ჩაჭერით, რომ ნამცხვარი თანაბრად ამოვიეს. შედგით ღუმელში და აცხვეთ 45 წთ. სანამ ღია ყავისფერი არ გახდება.
- გამოიღეთ ნამცხვარი ღუმლიდან, ფორმაშივე გააგრილეთ, ცხაურზე გადმოაბრუნეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
დაწერე კომენტარი პირველმა