Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 1.5 ჭიქა იოგურტი
  • 2 ც კიტრი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1-2 ღერი კამა
  • 1 ჩ.კ ხმელი პიტნა
  • 3 ს.კ წყალი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ღრმა ქვაბში ჩავჭყლიტოთ ნიორი, მოვასხათ იოგურტი, წყალი, მოვაყაროთ მარილი, ხმელი პიტნა,

თან განუწყვეტლივ ვურიოთ და ერთხელ წამოვადუღოთ. კიტრი გავჭრათ ოთხად, თხლე

ნაჭრებად დავაქუცმაცოთ და ჩავამატოთ იოგურტში. სუპს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა,

მოვასხათ ზეითუნის ზეთი და შევდგათ მაცივარში სუფრასთან მიტანამდე.