შემადგენლობა:
- ნახევარი ჭიქა ბრინჯი
- 2 ჭიქა წყალი
- 1 ლიტრი რძე
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ს.კ სახამებელი
- 1 ც კვერცხი
- 1 შეკვრა ვანილი
მომზადება:
ბრინჯი გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და ვხარშოთ 7-10 წუთი. დავასხათ ბრინჯს ცივი რძე
და ვხარშოთ 15-20 წუთი. ცალკე ჯამში ჩავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი, მოვაყაროთ სახამებელი,
ჩავახალოთ კვერცხის გული და კარგად ავთქვიფოთ. 15-20 წუთიანი დუღილის შემდეგ მოვასხათ
ბრინჯს.. მოვაყაროთ ვანილი,შაქარი,ვხარშოთ 5 წუთი და გადავიტანოთ ფორმებში. გავახუროთ
ღუმელი 200 გრადსუზე და შევდგათ 5-10 წუთი.
დაწერე კომენტარი პირველმა