10 წუთი. 15 წუთი.
ინგრედიენტები:
- 2 ჩ.კ თეთრი მდოგვი
- 1/2 ჩ.კ ლიმონის წვენი
- 3 სუფრის კოვზი მაიონეზი
- 2 სუფრის კოვზი დაჭრილი პეტრუშკა
- 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 1/4 ჭიქა დაფქვილი სუხარი
- 12 ცალი სალათის ფურცელი
- 2 სუფრის კოვზი გაზეზილი ყველი
- 1 ცალი ანჩოუსის ფილე
- 1/4 ჩ.კ ლიმონია ცედრა
- 1 კბილი ნიორი
- 6 კვერცხი
მომზადებტის წესი:
1. მოვზარშეთ კვერცხი, გაასუფთავეთ, გაჭერით ორად სიგრძეზე და ფრთხილად გამოაცალეთ გული. კვერცხის გული აურიეთ მაიონეზში დაუმატეთ მდოგვი, ლიმონის წვენი და ფეტრუშკა. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი (გემოვნებით).
2. მოათავსეთ მიღებული მასა კვერცხის ცილაში. პარალელურად საშვალო ცეცხლზე დადგით ტაფა დაასხით ზეითუნის ზეთი , შემდეგ შეწვით ანჩუსის ფილე დანაყულ ნიორთან ერთად და მოურიეთ მანამ, სანამ ანჩოუსი არ გაიჟღინთება ზეთით. (დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში), შემდეგ დაუმატეთ ლიმონის ცედრა და სუხარი. ურიეთ მანამ სანამ სუხარი არ შეიბრაზება (დაახლოებით 2-3 წუთი), მოაყარეთ გახეხილი ყველი.
3. თეფშზე დაალაგეთ სალათის ფურცლები, დაადეთ კვერცხი და მოაყარეთ მიღებული მასა თითოეული კვერცხის ნაჭერს.
დაწერე კომენტარი პირველმა