Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 400 გრ ხაჭო
  • 1 ც ლიმონი
  • 200 გრ რძე
  • 4 ც კვერცხი
  • 2 ს.კ ქიშმიში
  • 20 გრ რომი
  • 30 გრ დაშაქრული ფორთოხალი
  • 3 ს.კ მანის ბურღული
  • 4 ს.კ შაქარი
  • 3 ს.კ შაქრის პუდრა
  • 1/4 ჩ.კ დარიჩინი

მომზადება:

ქიშმიში ჩავალბოთ რომში. რძე ავადუღოთ, ჩავაყაროთ მანი და მოვხარშოთ ფაფა. ხაჭოს

დავამატოთ შაქარი, 1 კვერცხი, 3 კვერცხის გული, წვრილად დაჭრილი დაშაქრული ხილი,

ქიშმიში, დდარიჩინი და ლიმონის  გახეხილი ცედრა. დარჩენილი ცილა კარგად ავთქვიფოთ.

მანის ფაფა შევურიოთ ხაჭოს მასას, ნელ-ნელა დავამატოთ ცილა და კარგად ვურიოთ. ფორმას

წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ ფქვილი, გადავიტანოთ მიღებული მასა, ჩავდგათ ფორმა

წყლიან ქვაბში და შევდგათ 175 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათი. პუდინგი

გამოვიღოთ ღუმელიდან, მოვაყაროთ შაქრის პუდრა და გავაფორმოთ დაშაქრული ხილით.