Xatia Chichinadze

 შემადგენლობა:

  •  750 გრ კარტოფილი
  • 750 გრ პომიდორი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ს.კ ორეგანო
  • 100 გრ შავი ზეთისხილი
  • 300 გრ მოცარელა
  • 10-12 ც ანჩოუსი
  • 2 კბილი ნიორი
  • 5 ს.კ ზეთ
  • 50 გრ ფქვილი
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, გავფცქვნათ, მოვაყაროთ მარილი, 2 ს.კ ზეთი და ჩავზილოთ.

პამიდორს დავასხათ მდუღარე წყალიი,მოვაშოროთ კანი,თესლები, დავჭრათ

კუბკებად, გადავიტანოთ საწურში, რომ წვენი გამოუვიდეს. ანჩოუსები გავჭრათ შუაზე,

მოცარელა დავჭრათ პატარა კუბიკებად. პიურე ჩავამატოთ ფქვილში, უნდა გამოვიდეს ისეთი

ცომი, რომ ხელებზე არ გვეკრობოდეს. პიცის ფორმას წავუსვათ ზეთი, გავაბრტეყლოთ ცომი

თანაბრად, დავალაგოთ ცომზე პამიდორი , ყველის კუბიკები, ანჩოუსი და კურკებგამოცლილი

ზეთისხილი, მოვაყაროთ პილპილი,ორეგანო, მოვასხათ 2 ს.კ ზეთი და გამოვაცხოთ 40 წთ 200

გრადუსზე. მზა პიცას მოვააყროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში