Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  •  150 გრ ფარში
  • 3 თავი ხახვი
  •  ნახევარი ს.კ მარგარინი
  • ნახევარი ოხრახუში
  • მარილი,პილპილი
  • საფუვრიანი ცომი

მომზადება:

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ კარაქში,ჩავამატოთ ფარში, მოვაყაროთ მარილი,პილპილი და

დავტოვოთ ცეცხლზე სითხის ამოშრობამდე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

კარგად მოვურიოთ და გავაციოთ. საფუვრიანი ცომისგან გავაკეთოთ პატარა გუნდები,

გავაბრტყელოთ. ჩავდოთ ფარშის გულსართი და შევწვათ ღუმელში ან ზეთში ორივე მხრიდან.