შემადგენლობა:
- 500 გრ ბადრიჯანი
- 4 თავი ხახვი
- 1 ც კვერცხი
- ნახევარ0ნახევარი კონა კამა, ქინძი და რეჰანი
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ბადრიჯანს კუბიკებად დავჭრით და ცოტა ზეთსა და წყალში მოვშუშავთ. წვრილად დაჭრილ ხახვსაც ბადრიჯნათან ერთად ვშუშავთ. დაჭრილ მწვანილებსაც მოვაყრით, შავი პილპილითა და მარილით შევაზავებთ. ბოლოს კვერცხსაც ჩავახლით და კერძი მზად არის.
დაწერე კომენტარი პირველმა