Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  •  300 გრ სოკო
  • 1 ც ლიმონი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ც კვერცხი
  • 1 კბილი ნიორი
  • 100 გრ ზეთი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

სოკო დავჭრათ ძალიან თხლად, დავაწყოთ განიერ თეფშზე და მოვასხათ ნახევარი ლიმონის წვენი. კვერცხის

გული ავთქვიფოთ მარილთან, პილპილთან და დარჩენილ ლიმონის წვენთან. კვერცხს დავამატოთ

გაჭყლეტილი ნიორი, მოვასხათ ცოტაოდენი ზეთი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში,

ყველაფერი ერთად კარგად ავთქვიფოთ და მოვასხათ სოკოს.