Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

ცომი:

  • 150 გრ ფქვილი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 100 გრ კარაქი
  • 4 ც კვერცხი
  • მწიკვი მარილი

შიგთავსი:

  •  2 ქილა სგუშონი

მომზადება:

ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავამატოთ კარაქი, მარილი, დავდგათ გაზქურაზე, წამოვადუღოთ,  შემდეგ

ნელ–ნელა დავამტოთ ფქვილი, კარგად ავურიოთ, გაზქურაზე გავაჩეროთ 2 წუთი ( ცომი არ უნდა დაგვეწვას).

შემდეგ გადმოვდგათ მასა გაზქურიდან, სწრაფად  დავამატოთ ყველა კვერცხი და კარგად ავურიოთ

ერთიანი მასის  მიღებამდე. გამოსაცხობ ფორმაზე დავაფაროთ პერგამენტის  ქაღალდი.

წავუსვათ ზეთი და სუფრის კოვზის საშუალებით, პატარა  ფორმებად მოვათავსოთ  მომზადებული მასა

ფორმაზე.  შევდოთ ღუმელში 175 გრადუსზე.  ვაცხოთ 45 წუთის განმავლობაში.  როდესაც გამოცხვება,

თითოეულს შიგნით მოვუთავსოთ სგუშონი.