Xatia Chichinadze 10 წუთი. 15 წუთი.

შემადგენლობა:

  • 600 გრ საქონლის ხორცი
  • ნახევარი ჭიქა ბრინჯი
  • 2 თავი ხახვი
  • 4 ცკვერცხი
  • შავი პილპილი, მარილი-გემოვნებით
  • 1 კონა ოხრახუში

მომზადება:

ხორცი მოვხარშოთ,გადავწუროთ წყალი, რომ შეცივდება, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქნაში მწვანილთან და

ხახვთან ერთად. შევაზავოთ პილპილით, მარილით და მოვხრაკოთ ცოტაოდენ ცხიმში. ბრინჯი ცალკე

მოვხარშოთ მარილიან წყალში, გადავიტანოთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი. შევურიოთ ფარშს და

ყველაფერი ერთად მოვხრაკოთ ზეთიან ტაფაში. კვერცხი მოვხარშოთ, გავჭრათ შუაზე და ამოვაცალოთ

გულები.  ხორცის ფარში ჩავაწყოთ კვერცხის ცილაში და მივიტანოთ სუფრასთან.