10 წუთი. 15 წუთი.
შემადგენლობა:
- ჭარხალი – 500 გ.
- ტყემლის საწებელი – 1-1,5 ჩაის ჭიქა
- ქინძი – 1 კონა (პატარა)
- ნიორი – 3-4 კბილი
- ზეთი – 2 სუფრის კოვზი
- წყალი – 2 სუფრის კოვზი
- მარილი – გემოვნებით
მომზადება:
მოხარშული ჭარხალი გაფცქვენით და ალყა-ალყა დაჭერით. პატარა ზომის მინანქრის ქვაბში ან თასში ჩაასხით 1-1,5 ჩაის ჭიქა ტყემლის საწებელი, შეურიეთ 2 სუფრის კოვზი გადადუღებული ცივი წყალი, დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ერთი კონა ქინძი, 2 სუფრის კოვზი ზეთი. აურიეთ კარგად და შიგ ჩაალაგეთ დაჭრილი ჭარხალი. ქვაბს დაახურეთ სახურავი და შედგით მაცივარში. იგი დიდხანს ინახება.
დაწერე კომენტარი პირველმა