Xatia Chichinadze

შემადგენლობა:

  • 400 გრ სოკო
  • ნახევარი კონა მწვანე ხახვი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით
  • 3ს.კ ზეთი

ცომისთვის:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 20 გრ საფუარი
  • მარილი-გემოვნებით
  • წყალი

მომზადება:

სოკო მოვშუშთ ხახვთან ერთად. შევაზაოთ მარილით,პილპილით და გავაციოთ. მოვზილოთ საფუვრიანი ცომი,

როცა კარგად ამოვა, გავყოთ 2 ნაწილად, ორივე ნაწილი გავაბრტყელოთ ქურის ტაფის ზომაზე. ცომის პირველი

ფენა დავდოთ ქურის ტაფაზე, მოვაყაროთ სოკოს გულსართი და ზემოდან დავადოთ მეორე ცომი. ჩანგლით

დავჩხვლიტოთ,მოვუსვათ ზემოდან ზეთი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად ნელ ცეცხლზე.